Thursday, May 31, 2012

საერთაშირისო მაუწყებლობა

ქვეყნები და კულტურები საუკუნეების მანძილზე ურთიერთობდნენ, თუმცა 20 საუკუნეში ჯერ რადიოს და შემდეგ ტელევიზიის და ინტერნეტის გამოგონებამ საგრძნობლად დააჩქარა ეს პროცესი. რადიოს შემდეგ სატელიტური ტელევიზია იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გამოგონება საეთაშორის მაუწყებლობის მხრივ. 1960 წლებში გაეროში მსჯელობდნენ პირდაპირი სატელიტური მაუწყებლობის კონტროლის თაობაზე, რადგან შიშობდნენ რომ პიდაპირი ტრანსლაცია სატელევიზიო სიგნალების შესაძლებელი იყო გამოყენებულ ყოფილიყო პროპაგანდის მიზნით ან ნეგატიური კულტურული ზემოქმედებისთვის. თუმცა 1990 წლებში სატელიტური და საკაბელო ტელევიზიების ფართო გავრცელებამ ხელი შეუწყო ამერიკული და ევროპული სატელევიზიო პროგრამებისა და ფილმების გავრცელებას სხვა ქვეყნებში.

ინტერნეტის გავრცელებამ რომლის საშუალებითაც თითქმის უპრობლემოდ ხდება მუსიკის, ვიდეოს, ახალი ამბების, გაზეთებისა და სხვა ინფორმაციის ჩამოტვირთვა კიდევ უფრო გააღრმავა ზემოთ აღნიშნული პროცესი, და გაზარდა იმის შესაძლებლობა რომ ეროვნულ მთავრობებს შეძლებოდათ გაეკონტროლებინათ ინფრომაციისა და გართობის საზღვრთა შორისი მიმოსვლა.

No comments:

Post a Comment