Thursday, May 31, 2012

ტელევიზიის გავლენა საზოგადოებაზე

ამერიკელი სოციოლოგი ჯერი მანდერი წერს: პიროვნებისათვის უსარგებლო პროდუქციის რეკლამირება მსოფლიოს გადახარჯვისკენ უბიძგებს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილსა და მათ ცხოვრებას რეკლამაზე დამოკიდებულს ხდის. სატელევიზიო რეკლამების ადამიანის ტვინზე თავდასხმა მათ ქცევებს ცვლის და რეალობის დავიწყებით მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტი ხარჯვისაკენ უბიძგებს.
 მედიის გავლენისა და ეფექტის შესახებ სხვადასხვანაირი მოსაზრებები არსებობს.
ისეთ მედია საშუალებებს როგორებიცაა ტელევიზია, რადიო, კინო და ინტერნეტი, სოციალური წყობილების გაძიერებისათვის უდიდესი ეფექტი გააჩნია. თუმცა პიროვნების ცხოვრებაზე ეს მედია საშუალებები გამოუსწორებელ და უდიდეს უარყოფით ზეგავლენასაც ახდენენ. წინა ნაწილში აღვნიშნეთ, რომ ფილმები ძალადობაზე, ასევე მოდის შესახებ შექმნილი რეკლამები ადამიანის სულზე და გონებაზე გამანადგურებელ ეფექტს ახდენს და ადამიანის ცხოვრების სტილის შეცვლას იწვევს. მაგრამ გარდა ზემოთჩამოთვლილი უარყოფითი ფაქტორების მაპროვოცირებელი ეფექტებისა არსებობს სატელევიზიო რეკლამა.
რეკლამა რეალურად რაიმე საგნის საყიდლად შემოთავაზებული წინადადებაა, რომელიც ბევრ მტკიცებას არ შეიცავს, თუმცა პიროვნება რწმუნდება რომ შემოთავაზებული ნივთი ესაჭიროება.
ადამიანის თვალი ტვინისთვის აღქმის იარაღს წარმოადგენს. სატელევიზიო გამოსახულებები ადამიანის რაიმე საკითხში გაცნობიერების გარეშე ტვინში შედის. ცოტა ხნის შემდეგ ჩვენი გონება ამ სატელევიზიო გამოსახულებების გახსენებას იწყებს, მაგრამ ლოგიკური რეაქციის გამოვლენა არ ძალუძს. სწორედ ამიტომ არის რომ სატელევიზიო გადაცემები თუ რეკლამები საზოგადოებაზე ასე დიდ გავლენას ახდენს. ზოგიერთი დიდი კომპანია კი სწორედ ადამიანის ქვეცნობიერზე გავლენის მოსახდენად ქმნის სარეკლამო თუ სხვა სახის საინფორმაციო რგოლს.




გამოკვლევები ცხადყოფს, რომ სატელევიზიო რეკლამირების შემდეგ რომელიმე პროდუქტის შესყიდვის რაოდენობა გაცილებით იმატებს, ვინაიდან ასეთი ტიპის რეკლამა ყველაზე შედეგიანია. ყოველ წუთს შესაძლოა რომელიმე რეკლამირებული პროდუქტი გაგვახსენდეს და ჩვენი აღქმა და მგრძნობელობა ისე დასუსტდეს, რომ საღი მსჯელობისა და აზრის გარეშე ამ ნივთის ყიდვის გადაწყვეტილება მივიღოთ.
ეს რეალურად იმ მეთოდის შედეგია, რომელიც სატელევიზიო გამოსახულებებით გონების ქვეცნობიერ ნაწილზე ზემოქმედებას გულისხმობს. მიღებული გამოსახულებები ყოველ წვრილმანით არ რჩება გონებაში, თუმცა გამოსახულებების ძირითადი იდეა მაინც გადამწყვეტ როლს თამაშობს ცნობიერებაზე.
ჯერი მანდერი სატელევიზიო რეკლამის ერთერთი დიდი მოწინააღმდეგეა. იგი ამ საკითხის შესახებ დასძენს: ყველა მედია საშუალება იქითკენ მიისწრაფის: რაც შეიძლება უკეთესად იმოქმედოს ადამიანის გონებაზე, თუმცა ამ მხრივ ტელევიზია უცილობლად ავანგარდში იმყოფება.
პიროვნებისათვის უსარგებლო პროდუქციის რეკლამირება მსოფლიოს გადახარჯვისკენ უბიძგებს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილსა და მათ ცხოვრებას რეკლამაზე დამოკიდებულს ხდის. სატელევიზიო რეკლამების ადამიანის ტვინზე თავდასხმა მათ ქცევებს ცვლის და რეალობის დავიწყებით მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტი ხარჯვისაკენ უბიძგებს.


ერთერთი გამოკვლევის დროს მოსწავლეებს სთხოვეს ტელევიზორი ერთი წინადადებით აეხსნათ. ერთერთი მოსწავლე წერს: ტელევიზორი ეს არის კვადრატული ყუთი, რომელმაც ჩვენ სახლში წრე ნახევარწრედ აქცია. ეს ახსნა კარგად მეტყველებს სახლში ტელევიზორის გავლენაზე.
სოციუმის უმნიშვნელოვანესი ელემენტი ოჯახია, რომელმაც ტელევიზორისგან უდიდესი ზიანი მიიღო, ვინაიდან ტელევიზიამ ოჯახის წევრებსა და მათ შორის არსებულ ურთიერთობაზე უარყოფითი როლი შეასრულა. ამას მოჰყვა ოჯახებში ბავშვების რაოდენობის კლება და საზოგადოებაში ქალის როლის ცვლილება. ტელევიზიამ ოჯახის წევრები საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია.
სატელევიზიო გადაცემები სერიალების, ფილმებისა და სხვადასხვა პროგრამებით ქცევის ნორმებისა და ნიმუშების წარმოდგენას ახდენენ. ბავშვობიდანვე ეს ნორმები პიროვნებაში შედის და ქმარს, ცოლსა და ბავშვს შორის ურთიერთობების განსაკუთრებული სურათის წარმოსახვას ახდენს. მაგალითისათვის ეს მოდელი შეიძლება პატრიარქალური იდეების, ანდა ბავშვებისადმი მშობლების ძალადობის მაპროვოცირებელი იყოს.
რაღათქმაუნდა ამ სერიალების შემქმნელების მტკიცებით მათი მიზანი ოჯახური ურთიერთობების გამყარება და გაძლიერებაა, მაგრამ ის რაც ჩანს სხვა რეალობაა.
გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ქცევის ყველა სფეროში ერთი არასწორი მოსაზრების ან მეთოდის ჩვენებას შეუძლია არსებული ანომალიები გაამძაფროს, ანდა ახალი დაზიანებები გამოიწვიოს. მაგალითისათვის ისეთი სატელევიზიო სერიალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იწარმოება, რომლებშიც დაქორწინებული მამაკაცები საკუთარ ცოლებს ღალატობენ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამ სერიალების მიზანი ასეთი პიროვნებების მანკიერი სახის წარმოჩინება იყოს, ახალგაზრდა მაყურებელი, ან ცოტა მოზრდილიც კი ასეთი სცენების გავლენის ქვეშ ექცევა.
ამგვარად ტელევიზიას, რომელსაც სოციალური ქცევების გამოსწორება და კულტურიზება შეუძლია, საკუთარ პოტენციალს ადამიანის ცხოვრების სტილის შეცვლასა და ოჯახური ანომალიების წარმოქმნაში ხარჯავს.

No comments:

Post a Comment