Thursday, May 31, 2012

ტელევიზია !

განსახილველი საკითხები: ტელევიზია და მისი ისტორია; ტელევიზია და ინტერნეტი; ტელევიზია და საქართველო; ტელევიზია, როგორც ბიზნესისი კეების ერთერთი სახე
ტელევიზია და კინო; ტელევიზიის გავლენა საზოგადოებაზე და ..

ტელემაუწყებლობის მოკლე ისტორია და საქართველო

მსოფლიოში ტელევიზიის განვითარების დასაწყისად ითვლება 1875-1877 წლები, როდესაც მოძრავი ობიექტის გამოსახულების სიგნალის მიღებისა და გადაცემის ძირითადი პრინციპები იქნა შემუშავებული.
ტერმინიტელევიზიაპირველად რუსმა ინჟინერმა .პერსკმა სართაშორისო კონგრესზე, პარიზში 1900 წელს გამოიყენა, თავის მოხსენებაშიელექტრონული ტელევიზია”.

· 1925-1926 წლებში ინგლისში და აშშ-ში მოეწყო გამოსახულების გადაცემათა დემონსტრირება.
· 1928-1931 წლებში კი გამოსახულების გადაცემათა დემონსტრირება სსრკ-შიც განახორციელეს.
· ამჟამდ არსებობს ტელემაუწყებლობის სხვადასხვა სტანდარტი: SEKAM-3,PAL, NTSC და სხვა.
· ტელევიზიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საზღვარგარეთის სპეციალისტებს. პირველი სატელევიზიო გადამცემი და მიმღები შეიმუშავა პორტუგალიელმა მეცნიერმა დე პაივამ.
· ტელევიზიის ელექტრონული სისტემის შექმნის იდეა წამოაყენა ინგლისელმა ინჟინერმა .სუინტონმა.
. 1934 წლის 15 ნოემბერს მოსკოვში მოეწყო გამოსახულების ხარისხის ჩვენება, სადაც გამოყენებული იყო . კატაევის მიერ შემუშავებული გადამცემი მილი.
· 1934 წლის 15 ნოემბერს პირველად სსრკ-ში მოეწყო ტელეგადაცემა ბგერითი თანხლებით.
· ტელემაუწყებლობა სსრკ-შიომის გამო შეწყდა 1941 წლის 1 აპრილს.
· ტელეგადაცემები მოსკოვში აღდგა 1945 წლის 7 მაისს და ეს იყო პირველი ევროპაში.

ტელევიზი და ინტერნეტი

ტელევიზიის ინტერნეტში დამკვიდრება სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. ისინიც კი, ვინც ტრადიციულ ტელემაუწყებლობაში მოღვაწეობენ, აღიარებენ, რომ დროა საქმიანობაში გარკვეული სიახლეები და ინტერაქტიურობა შეიტანონ. "ტრადიციული ტელევიზია 7-8 წლის შემდეგ აღარ იქნება"-დარწმუნებულია ამერიკული ტელეარხის CBS-ის პროდიუსერი კიმ მოზესი. თანამედროვე მაყურებელს უკვე აღარ სჭირდება თანამგზავრული ანტენები თუ დეკოდერები იმისთვის, რომ სასურველ არხს უყუროს. ინტერნეტი დღეს უკვე ერთ-ერთი ის ეფექტური საშუალებაა, რომლის დახმარებითაც მას საშუალება ეძლევა პირდაპირ ეთერში თვალი ადევნოს მსოფლიოს სხვადასხვა მაუწყებლობებს, თუმცა ინტერნეტის შესაძლებლობები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და მომხმარებლებისთვის ტელე-არხების ტრანსლირების ფარგლებს გასცდა. ვებ-სივრცეში გაჩნდა ტელევიზიები, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტში მაუწყებლობენ და მათ მიერ შეთავაზებული სატელევიზიო პროდუქტის ნახვა მხოლოდ ინტერნეტშია შესაძლებელი.

დღესდღეობით ძალიან ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ინტერნეტ-ტელევიზია მომავლის ტელევიზიაა. მართალია, დღესდღეობით საქართველოში კომპიუტერების რაოდენობას ტელევიზორების რაოდენობა ჯერ კიდევ აჭარბებს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მომავლის ტელევიზიას ქართულ ვებ-სივრცეში საფუძველი უკვე ჩაეყარა. პირველი ინტერნეტ-ტელევიზია "კოლხა" (http://kolkha.org/) კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით შეიქმნა და ეთერში 2007 წლის ბოლოს გავიდა. ცენტრმა, რომელიც მივიწყებული ქართული კულტურის, ისტორიის, ენისა და ტრადიციების მიმართულებით მუშაობდა, ეს საკითხები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინტერნეტს დაუკავშირა და დაკარგვის საფრთხის წინაშე მდგომი ლაზური დიალექტის გადარჩენის მიზნით, ინტერნეტ-ტელევიზია დააარსა. ინტერნეტზე კი არჩევანი მისი სპეციფიკიდან გამომდინარე შეჩერდა: "მოგეხსენებათ, ლაზები ძირითადად თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთში ძალიანაა განვითარებული ინტერნეტი და, ამასთან, მისი დახმარებით ტელევიზიის ყურება შესაძლებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. "კოლხას" მთავარი თავისებურება კი ის არის, რომ მის ეთერში ყველა მასალა ლაზურ დიალექტზე გადის",-აცხადებს ტელევიზიის მთავარი რედაქტორი მიხეილ ლაბაძე. "კოლხა" ტელეკომპანია "ივერიის" ბაზაზე დაარსდა და ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა მთლიანად ამ არხის სპეციალისტების მიერ განხორციელდა. რაც შეეხება მის ბადეს, მაუწყებლობა მხოლოდ 2 საათს გრძელდებოდა. შემდეგ კი ეთერში გასული მასალები ვებ-გვერდზე, არქივში თავსდებოდა. ამჟამად სწორედ იმის გამო, რომ "ივერია" ეთერში აღარ გადის, მაუწყებლობა შეჩერებული აქვს "კოლხასაც", ხდება მხოლოდ ვებ-გვერდის განახლება. მიხეილ ლაბაძე ამბობს, რომ მაუწყებლობა მაშინვე აღდგება, როგორც კი ივერია ეთერში გავა. აღსანიშნავია, რომ "კოლხა" მაყურებლებს შორის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და დღეში ვებ-გვერდს დაახლოებით 60 ათასი ვიზიტორი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საერთოდ, მიხეილ ლაბაძე თვის, რომ ინტერნეტ-ტელევიზიას საქართველოში დიდი პერსპექტივა აქვს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ვებ-სივრცე გაცილებით თავისუფალია: "მას არ სჭირდება სიხშირე, ლიცენზიები, აქ გამორიცხულია ცენზურა..ძალიან მალე ინტერნეტი მასმედიის მძლავრ საშუალებად იქცევა, ქართულ ვებ-სივცეში კი ამ კუთხით პირველი ნაბიჯი ჩვენ უკვე გადავდგით",-აღნიშნავს იგი.