Thursday, May 31, 2012

არააქტუალური ტელევიზია

ტელევიზია, ისევე როგორც სხვა საკომუნიკაციო ინსტიტუტები საზოგადოებაში გამეფებულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება. თუმცა ზოგან, ეს ღია ჩარევით-ცენზურით, სადღაც კი უფრო დახვეწილი ეკონომიკური მექანიზმებით ხორციელდება. თუმცა აღნიშნული, ტელევიზიისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების მხოლოდ ერთი მხარეა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ნებისმიერ საზოგადოებრივ სისტემაში ტელევიზია, არა მხოლოდ კონტროლდება სოციალური ძალების მიერ, არამედ თავადაც წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს, სოციალური კონტროლის ინსტიტუტს. ამ მისიას ის წარმატებით ახორციელებს, ზემოქმედებს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს , ხელს უწყობს განსაზღვრული იდეების, ფასეულობების, ნორმებისა, თუ ქცევის წესების ფორმირებას. საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში შეჭრილი ტელევიზია კოლოსალურ ზეგავლენას ახდენს საზოგადოების ყოველ წევრზე და ეს ურთიერთდამოკიდებულებები, კიდევ ერთს, სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემას აყენებს დღის წესრიგში.

დღეს ნათელია ქართული სატელევიზიო სივრცის კრიზისული მდგომარეობა, სადაც უმთავრესად სატელევიზიო არხებისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებუ-ლების მრავალი პრობლემური ასპექტი იჩენს თავს. უპირველესი და განმსაზღვრელი თავისუფლების ხარისხია, რომელიც მიუხედავად იმისა რომ ნებისმიერი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური სისტემებისთვის მეტ-ნაკლებად პირობითი ცნებაა, კომუ-ნიკაციების მფლობელთა ინტერესებისა და კონკრეტული მიზნების გაუთვალისწინებ-ლობა, პრობლემის მხოლოდ გარეგნულ ასპექტებზე ყურადღების გამახვილების პერს- პექტივას ტოვებს. სინამდვილეში კრიზისის მიზეზები გაცილებით ღრმაა, ისტორიული განვითარების რამოდენიმე პერიოდზეა განფენილი და ამასთან პრობლემა მრავალ პლასტს მოიცავს. მათ შორის არის არამხოლოდ ორგანიზების ფორმები, არამედ ესთე-ტიკური, ტექნოლოგიური, მორალურ-ზნეობრივი, პროფესიონალიზმის, ტრადიციისა და ეროვნულობის, სატელევიზიო მემკვიდრეობის, პრიორიტეტების, გემოვნების , შინაარსისა და ფორმის და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები.

საქართველოს ტელევიზია, რომელმაც გასული საუკუნის 50-ან წლებში დაიწყო რეგულარული მაუწყებლობა, თავისთავად, იმ ცენტრალიზებული სატელევიზიო სივრცის ნაწილი იყო, რასაც საბჭოურ, ტოტალიტარულ მართვის სისტემას ვუწოდებთ, სადაც ინფორმაცია კარგავდა ინფორმაციის უმთავრეს ნიშნებს და ტელევიზისაც, არა საინფორმაციო, არამედ გასართობი, აღმზრდელობითი, პროპაგანდისტული ფუნქციები გააჩნდა. ტელევიზია, რომელიც დანარჩენ სამყაროში ინფორმაციის გადაცემისა და მიღების უალტერნატივო საშუალებად განიხილებოდა, საბჭოთა ადამიანისათვის სოციალისტურ-კომუნისტური იდეალებით გაჯერებული, „უკონფლიქტოვირტუალური გარემოს შესაქმნელი, საზოგადოების იდეოლოგიური მართვის პროპაგანდისტულ იარაღად იქცა. დღეს, აღნიშნული ტრადიცია, არა მხოლოდ სატელევიზიო ფუნქციების, არამედ მმართველობის ფორმებშიც ნოვატორულ შტრიხებს იძენს.

გასული საუკუნის 80-ანი წლების მეორე ნახევრიდან საბჭოური ერთიანი საკომუნიკაციო სისტემის დეცენტრალიზაციის პროცესი დაიწყო, ყველა ინსტიტუტი რადიო, ტელევიზია, პრესა, კინემატოგრაფი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფუნქციონირებას იწყებს. შეიცვალა მათი ფუნქციონირების წესები, ორგანიზების ფორმები და მექანიზმები და თავად მოღვაწეობაც. პირველად ყველაზე ნათლად ეს პროცესები პრესაში გამოვლინდა, გაჩნდა ახალი ჟურნალ-გაზეთები, სადაც მანამდე აკრძალული თემების პუბლიკაციებმა მკითხველთა ინტერესი გაამძაფრა. მოგვიანებით, ანალოგიურმა პროცესებმა ტელევიზიაზეც გადმოინაცვლა და გაჩნდა იმედი, რომ სწორედ ეს ცვლილებები (განსაკუთრებით კომერციალიზაციის პროცესი) საბოლოოდ დაამსხვრევდა სატელევიზიო მაუწყებლობის საბჭოურ მოდელს. 90-ან წლებში ტელევიზიის, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის არსებობისა და შემოქმედების საფუძვლების შეცვლამ, მანამდე არარსებული სახელმწიფო და კერძო მეწარმეობის უცნაური სიმბიოზი წარმოშვა, რომელიც უპირველესად სახელმწიფო მოდელიდან საბაზრო მოდელზე გადასვლით იყო განპირობებული. ჩვენს ტელევიზიას (და არამხოლოდ ქართული, არამედ მთელი პოსტსაბჭოური სივრცე იგულისხმება) განსაკუთრებული ისტორია აქვს, რომელიც ავტორიტარული რეჟიმის პირობებში სოციოკულტურული ინსტიტუტების სპეციფიური ფუნქციონირებით იყო აღბეჭდილი და ფუნდამენტურ კვლევას საჭიროებს. თუმცა, დღეს დღის წესრიგში მედი-ის თავისუფლების პრობლემა დგას, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მასზე გავლენის და თავად საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხი.

ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციაში აღნიშნული სიტყვის თავისუფლება საინფორმაციო მოღვაწეობის, ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების, ნებისმიერი იდეის, მოსაზრების, ინფორმაციის თავისუფლად მოპოვების უფლება ადამი-ანის ბუნებრივ უფლებათა რიგში დგება, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების პრინციპები და ინფორმაციის გავრცელებაზე და მიღებაზე კონტროლი, ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. რისი ჩვენება შეიძლება ტელევიზიით? რამდენად თავისუფალია ტელეჟურნალისტი საკუთარი აზრის გამოხატვის თვალსაზრისით? დაშვებულია, თუ არა ეთერში განსხვავებული აზრის დემონსტრირება? რა ფორმებში და საზღვრებში ხორციელდება ინფორმაციაზე კონტროლი?

ფაქტი უდაოა და ეს ჩვენმა, განსაკუთრებით ბოლო წლების, სატელევიზიო მაუწყებლობის ისტორიამ ნათლად დაადასტურა, რომ თავისუფლების გამოცხადება საკ-მარისი არ არის ჭეშმარიტი თავისულებისთვის. აუცილებელია იმ პირობების შექმნა, რომელიც ამ უფლების რეალიზების გარანტიებს იძლევა. მეორე საკითხია, თუ როგორ შეიძლება ამ უფლების მოპოვება, როდესაც საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებები კერძო საკუთრების ფორმით არსებობს (გამონაკლისი საზოგადოებრივი მაუწყებელია). მასობრივი კომუნიკაციების ისტორიამ თავისი არსებობის მანძილზე დაადასტურა, რომ თავისუფლება და კონტროლიც ისტორიულად ცვალებად ფორმებს იღებს. ამერიკელი ჟურნალისტებისათვის სახელმძღვანელოდ ქცეულ ნაშრომში . რივერსი აღნიშნავს, რომრაც არ უნდა ხმამაღლა იყვირონ თავისუფლების კონსტიტუციურ მრწამსზე, პრაქტიკაში ყოველი საზოგადოება ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, რაც ავტორების, გამომცემ-ლების , მორალისა და სახელმწიფოებრივი მიდგომის, საზოგადოებრივი წესრიგის პრინცი-პებით განისაზღვრება.“ (1)

სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება უპირველესად იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ თავისუფლების ხარისხი და მისი შეზღუდვის ფორმები, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები, იმ საბაზისო პრინციპებზეა დამოკიდებული, რომელშიც ისინი ფუნქციონერებენ: ეს იქნება პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული, თუ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი. აქედან, მომდინარეობს საკომუნიკაციო საშუალებათა საზოგადოებრივი სტატუსის ტიპებიც: ავტორიტარული, ლიბერტარიანული, საბჭოური და საზოგადოებრივი. თუმცა, სინამდვილე, ყოველთვის გაცილებით რთული და მრავალფეროვანია და არ ჯდება აბსტრაქტულ, თეორიულ სქემებში. ყოველ საკომუნიკაციო საშუალებას საკუთარი სპეციფიკა და თავისებურებები გააჩნია, ამასთან გასათვალისწი-ნებელია მათი ისტორიული განვითარების ხასიათი, რომელიც ტრადიციის სახით ვლინ-დება ფუნქციონირების შემდგომ ეტაპებზე.

ჩვენი სატელევიზიო სივრცე სავსეა პარადოქსებით. გაჩნდა სატელევიზიო მმართველობისა და ფუნქციონირების ერთ მოდელში გაერთიანებული ურთიერთგამომრიცხავი მოდელი. ერთის მხრივ ტელეარხის გარეგნული ფორმა, რომელიც ევროპულ-ამერიკულ მოდელზეა ორიენტირებული და გარკვეულწილად მათგან იღებს სატელევიზიო მომსახურების ამათუიმ ფორმებს, უფრო მეტიც, ხშირად სატელივიზიო გადაცემის ფორმატი პირდაპირი კოპირების გზით ჩნდება ტელეეთერში, ყოველგვარი ეროვნული თავისებურების გათვალისწინების გარეშე. ჩვენს სატელევიზიო სივრცეში იშვიათად ჩნდება ორიგინალურობის კოდის მატარებელი ქართული პროექტი (თუმცა აღნიშნული ცალკე კვლევის საგანია) მეორეს მხრივ მმართველობის ფორმა, სადაც საბჭოური ტრადიცია ერთგვარად გაცოცხლდა და ახალი შტრიხებით გამდიდრდა. როდესაც ესა თუ ის ტელეკომპანია კერძო საკუთრების ფორმაა, თუმცა მასზე კონტროლი არა მესაკუთრის, არამედ რეალურად სახელმწიფოში

არსებული მმართველობითი სტრუქტურის ხელშია, როდესაც მესაკუთრესთვის ძირითადი ორიენტირი არა საზოგადოებისთვის სამსახურია, რაც პირდაპირპროპორციულია ტელე-არხის ყურებადობასთან და შესაბამისად მაღალი მოგების მიღებასთან, არამედ დამოუკი-დებლობისნებაყოფლობითშეზღუდვაზეა ორიენტირებული. ინფორმაციაზე მკაცრი კონ-ტროლი, ცენზურა, როდესაც იმ პოლიტიკური და მორალური ფასეულობების კრიტიკა ირიცხება, რომელიც სახელმწიფოში დომინირებს, გამორიცხულია ძალაუფლების კრიტიკა და ის რაც გამეფებულ პოლიტიკურ ხაზთან და მორალურ კატეგორიებთან წინააღმდეგობაში მოდის კვალიფიცირდება დანაშაულად, ან საერთოდ იგნორირებულია. ჩვენი სატელევიზიო ჟურნალისტიკა შორს არის დამოუკიდებლობისგან და უფრო მეტად იმ პასუხისმგებლობრი-ვი პოზიციისგან, რომელიც ამ პროფესიის ადამიანების შემოქმედებითი მოღვაწეობის ამოსა-ვალი უნდა იყოს. გამონაკლისი ტელეკომპანიებისკავკასიისადამაესტროსმოღვა-წეობაა, რომელმაც ჟურნალისტური, მოქალაქეობრივი და ზნეობრივი პოზიციის დაცვა მოა-ხერხა და შეძლო თავისუფალი მედიის სტატუსის, არა მხოლოდ მოპოვება არამედ, მისი შე-ნარჩუნება და საზოგადოების მოთხოვნათა ნაწილობრივი დაკმაყოფილება. კიდევ ერთი პარადოქსი იკვეთება, როდესაც მაყურებელი ირჩევს ტექნიკური და ესთეტიკური პარა-მეტრებით ნაკლები შესაძლებლობების მქონე ტელეარხებს, სწორედ იმ მიზეზით , რომ მათ გათვითცნობიერებული აქვთ, ის ფუნქცია, რომელიც ტელევიზიამ უნდა შეასრულოს.

თუ, საბჭოური მოდელისათვის დამახასიათებელი იყო ტელევიზიის სახელმწიფო მართვაში (რა) და დაუშვებელი იყო კერძო მფლობელობაში არსებობა, დღეს მივიღეთ ფორმა, როდესაც კერძო მფლობელობაში არსებული სატელევიზიო არხები პრაქტიკულად სახელმწიფო მართვის ნიშნებს ატარებენ და შესაბამისად ,პრორაგანდისტულ ინსტიტუტებად გარდაიქმნებიან, მკვეთრი იდეოლოგიური შეფერილობით, დოზირებული ინფორმაციით, ცენზურით და შესაძლო სანქციებითურჩობისათვის“. ბიზნესი, რომელიც არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემასთან არის კავშირში საკუთარი წვლილი შეაქვს, ამ სისტემის სტატუსქვოს შენარჩუნებაში. „მასობრივი ინფორ-მაციის საშუალებათა შინაარსი და ფორმა, მათი გადმოცემის მითები და ხერხები მანიპულირებაზეა დაფუძნებული. წარმატებული გამოყენებისას (და ჩვენს შემთხვევაში ეს ასეც არის და სამწუხაროდ ის, ცხოვრების ყველა სფეროზე ვრცელდება) მათ აუცი-ლებლად მივყავართ ინდივიდის პასიურობისკენ, ქმედების უარმყოფი ინერტული მდგო-მარეობისკენ. სწორედ ინდივიდის ამგვარი მდგომარეობისკენ ილტვის მასობრივი ინ-ფორმაციის ხერხები და მთელი ეს სისტემა მთლიანობაში, ვინაიდან, სწორედ პასიუ-რობა არის სტატუსკვოს გარანტი“(2).

საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მანიპულირების ერთ-ერთი მექანიზმი, რო-მელსაც ტელევიზია იყენებს, გარკვეული პრობლემებისადმი საზოგადოების ყურადღების მობილიზებაა. ვინაიდან, ყურადღების ცენტრში ის პრობლემა ხვდება, რომელსაც ტელევიზია უჩვენებს, ძირითადი მუშაობა მიდის სწორედ იმაზე, თუ რა შეიძლება მოხვდეს სატელევიზიო ეთერში, ან მოვლენის რა ნაწილის ჩვენებაა შესაძლებელი, რათა

მაყურებელს ერთის მხრივ ინფორმირებულობის განცდა დაეუფლოს, მეორე მხრივ მიიღოს სწორედ ის, რაც წამყვან იდეოლოგიურ მიმართულებას არ დაუპირისპირდება. სახეზეა , რომ ჩვენს სინამდვილეში ახალი ამბების, მწირი ანალიტიკური სატელევიზიო გადაცემების მიერ შექმნილი სამყაროს სურათი, რეალურად არსებულ სინამდვილესთან სრულ შეუსაბამობაში მოდის, რის მკაფიო დასტურს სხვა, საინფორმაციო-საკომუნიკა-ციო საშუალებები იძლევა. განსაკუთრებით, ბეჭდური მედია, რომლის თავისუფლების ხარისხიც გაცილებით მაღალია, ვიდრე ტელევიზიის.

დღეს, ომში დამარცხებული ქვეყანა, სატელევიზიო გამარჯვების ეიფორიაში, ვირტუალურ სამყაროში არსებობს და ასეთივე სულისკვეთებით აგრძელებს თავის არსე-ბობას. თუმცა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე, დამარცხებულის სინდრომით შეპყრობილ საზოგადოებას, უმთავრეს პრობლემად დასასვენებელი პარკების მორთვა-მოლამაზების სატელევიზიო ვერსიას თავაზობენ. განსხვავებული აზრის თავდა-პირველად დისკრედიტაციამ, შემდგომ იგნორირებამ და სრულმა მიუღებლობამ ტელე-ვიზიისადმი სანდოობის ხარისხის ნიშნული პრაქტიკულად მინიმალურ ზღვრამდე და-იყვანა. საინფორმაციო საზოგადოების პირობებში, კი სწორედ, საინფორმაციო მაუწყებ-ლობის ხარისხი განსაზღვრავს სატელევიზიო მაუწყებლობის აქტუალურობას და არა ოპერატიულობა, რისი ნათელი მაგალითია ერთის მხრივ ტელეკომპანიაკავკასია“, რო-მელიც, საკუთარი მაუწყებლობის პრინციპიდან გამომდინარე, ოპერატიულობით არ გამოირჩევა, თუმცა მუდმივად აქტუალურია და მეორეს მხრივრუსთავი 2“ დაიმედი“, რომელთა ახალი ამბების სპეციფიკას, სწორედ ოპერატიულობა განსაზღვრავს და არა შინაარსობრივი მხარე, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია თემისა, თუ პრობლემის აქტუალურობა. ყურადღების გადატანის, ინფორმაციის ფრაგმენტულობის, მუდმივი შთაგონების, პოპულიზმის, „დუმილის სპირალისდა სხვა მრავალი, უკვე პრაქტიკით დახვეწილი მანიპულირების მეთოდების წყალობით, ქართული სატელევიზიო სივრცე მაყურებელს კარგავს. არააქტუალური ტელევიზია, ის სამწუხარო იმიჯია, რომელიც მცირე (..) გამონაკლისის გარდა, სატელევიზიო არხებმა განაჩენად გამოუტანა საკუთარ მაუწყებლობას. ესეთ პირობებში, ყოველთვის ჩნდება ინფორმაციის მიღების ალტერნა-ტიული საშუალებები და მათ როლს ბეჭდური მაუწყებლობა და ინტერნეტი ასრულებს.

გასული საუკუნის 50-ან წლებში . შრამმა პირველად წამოწია მასობრივი კომუ-ნიკაციების მოღვაწეობაზე სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემა. მისი აზრით: „ჩვენს საზოგადოებაში სამი გავლენიანი ჯგუფია, რომელსაც სურვილისამებრ შეუძლია ცვლილებების განხორციელება ეს არის მთავრობა, კავშირის ხერხები და საშუალებები და საზოგადოება. პასუხისმგებლობაც მათზე უნდა გადანაწილდეს“ (3). ჩვენს საზოგადოებაში, სამივე ძალამ უნდა შეძლოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობის აღება და ტელევიზიამ, რომელსაც გამღიზიანებლის დიქტატორული როლი აქვს მორგებული, თავისი როლი და მნიშვ-ნელობა გააცნობიეროს, კონკრეტულ პიროვნებათა ინტერესი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებისგან გამიჯნოს და წინასწარ განსაზღვროს ის პრიორიტეტები, რომელიც მისი სრულყო-ფილი ფუნქციონირების, საზოგადოებისათვის საკუთარი მნიშვნელოვნების ამაღლებას უზრუნველყოფს. მოიპოვოს დაკარგული თავისუფლება (საზოგადოებრივი ფუნქციის შესრულების თვალსაზრისით, ქართული სატელევიზიო სივრცე დაუბრუნდა იმას, რისგანაც ასე თავ-გამოდებით ცდილობდა ბოლო ოცი წლის მანძილზე განთავისუფლებას). ტელევიზია, მხო-ლოდ გართობის საშუალება არ არის და ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების თავისუფ-ლება განსაკუთრებით ღირებულია, სწორედ კრიზისული სიტუაციების დროს, ვინაიდან წინააღ-მდეგობებით გახლეჩილი საზოგადოებისათვის შემაკავშირებლის ფუნქციის შესრულება შეუძლია.

ახალი ამბების საზოგადოებრივ-ჰუმანური მისია დევალვაციას განიცდის, შედეგი კი ქართული ტელეარხებისათვის, შესაძლოა მასობრივად მაყურებლის დაკარგვაში აისახოს. გასტე-რილებული ინფორმაციის ნაკადში კი, ვეღარც შოკისმომგვრელი შინაარსის სენსაციური ინფორ-მაცია, ვერცრუსთავი 2“-ის კომედი- შოუების განსხვავებული ფორმატები დაუბრუნებს ტელევიზიას გახარჯულ ნდობას.

No comments:

Post a Comment