Thursday, May 31, 2012

ტელევიზი და კინო

ამ თემაში მინდა შევეხო სერიალებს.. ოღონდ აქ ეს სერიალები არ იგულისხმება ( friends DR.House, შუა ქალაქი და ამდაგვარი) მე მინდა შევეხო ბრაზილიურ სერიალებს. რატომ უნდა გადიოდეს ნახევარი დღე სერიალი და არა რამე ნორმალური კინო როგორც რუსები აკეთებენ მაგალითად. თან აწერია U ეს ალბათ იცით რასაც ნიშნავს. ვინც არა და ეს არის ( ყურება დასაშვებია ყველასთვის) როგორ შეიზლება ბრაზილიური სერიალი იყოს დასაშვები 8–14 ბავშვებისთვის ? მანდ ხომ არის უარყოფითი ემოციები, როგორიც არის ჩხუბი,ტირილი, ტყუილი და მთავარი კიდე ქალის და კაცის ურთიერთობა.. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა (მემგონი მიხვდით). ყველაზე მეტად ის მაოცებს, რომ როცა ერთი სერიალი მორჩება ეგრევე მეორე იწყება.. როგორც რუსთავი–2–ზე ხდება. მინდა თქვენ მკითხველებო ერთი კითხვა დაგისვათ Lost (დაკარგულებ)– რომ უყურებდით საერთო ჯამში გაიგეთ მისი აზრი? მე მაგალითად 1–ვე სერიის დასასრულიდან ვერ გავიგე აზრი . ბევრი კინო მინახავს კუნძულზე, რომ დაიკარგებიან, მაგრამ აქ რომ დაიკარგნენ აი ამის მერე ვერაფერი გავიგე... მაგრამ იმას ვაღიარებ, რომ დიდი პუპულარობით სარგებლობდა თუნდაც ჩემთვის უაზრო სერიალმა. თან ყველაზე ცუდი ის არის, რომ შემეცნებითი გადაცემები არაა.. როცა საქმე არ გაქვს და გინდა უყურო ტელევიზორს ძალაუნებრივად უნდა უყურო სერიალს.მე მიმაჩნია, რომ ამ სერიალებს უნდა ქონდეთ თავისი დრო და ადგილი და არ იკავებდეს მთელი დღის ეთერს..
მე მინდა ამ თემაში შევეხო ყველასათვის აკტუალურ თემას.. როგორ თარგმნიან ქართულად კინოებს. არის თუ არა ის მისაღები დღეს დღეობით? მე ასე დავიწყებ!
ჩემი აზრით და ბევრიც დამეთანხმება, რომ ჯერ ჯერობით კარგად ვერ ვთარგმნით ქართულად კინოებს .. მე მირჩევნია რუსულად მოვუსმინო კინოს რადგან იქ მაინც მივხვთები სად არის ემოცია ან იუმორი..
მაგალითად: Top Gear ეს გადაცემა ბევრმა იცის (თუ არადა ვიტყვი, რომ მანქანებზეა) გუშინ ამ გადაცემას ვუყურებდი რუსულად და თქვენ წარმოიდგინეთ მეცინებოდა, ვნერვიულობდი კიდევაც... ქართულად, რომ ვუყურე არანაირი ემოცია არ მქონდა გინდ დაიჯერეთ გინდ არა. მაგრამ ეს ასე იყო.. ჩვენ კინოებს ვთარგმნით როგორც რობოტები ანუ დაგვავალეს და უნდა ვთარგმნოთ სხვა არაფერი არ უნდა იყოს წინა პლანზე (მე ვგულისხმობ ემოციებს)
მაგალითი2–რე: Littel Man როგორ თარგმნით.. აჰა! თქვენ თარგმნეთ როგორც პატარა კაცი... და ტელეარხმა იმედმა თარგმნა როგორც ქონდრის კაცი რატო? ეს უფრო კარგად ჭღერს ?
მე ასე არ ვიტყოდი.. აქ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება.. მაგრამ თქვენ მოგანდობთ ამ საქმეს.

No comments:

Post a Comment