Thursday, May 31, 2012

ჟურნალისტიკა

ჟურნალისტიკა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის ერთ-ერთი სფეროა, – ასეა განმარტებული ჟურნალისტიკა სახელმძღვანელოში. ჟურნალისტიკა მიზნად ისახავს აქტუალური ინფორმაციის შეკრებას, დამუშავებასა და გავრცელებას მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კი ყველა ჩვენთაგანისათვის ნაცნობია და ესენია ტელევიზია, რადიო, გაზეთი, ჟურნალი და ახლა უკვე ინტერნეტიც.
ტერმინი ჟურნალისტიკა მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან ,,journal” (დღიური, გაზეთი). თავდაპირველად იგი მხოლოდ ნაბეჭდ პერიოდულ გამოცემებს აღნიშნავდა, უფრო სწორად კი ჟურნალისა და გაზეთის დღევანდელი გაგების ერთობლიობას. დღისთვის კი ეს ტერმინი გაფართოვდა და იგი მოიცავს ჟურნალიტური საქმიანობის ფართო სპექტრს.
ჟურნალისტიკას ,,მეოთხე ხელისუფლებასაცუწოდებენ, რადგან მას დიდი გავლენა აქვს ხალხზე. ჟურნალისტიკის საშუალებით ბევრი ცუდი და ბევრი კარგი რამის გაკეთებაც შეიძლება. საბოლოო ჯამში, მედიის დანიშნულება ხალხის ინფრორმირებაა, თუმცა უმთავრესი მოთხოვნაა, რომ ეს ინფორმაცია იყოს ობიექტური, გადამოწმებული და აქტუალური. ჟურნალისტიკაში (განსაკუთრებით კი ახალი ამბების ჟურნალისტიკაში, იგივე ,,news room”-ში) წინა დღის მოვლენებს დაკარგული აქვს აქტუალობა და ის აღარავის აინტერესებს. ახალი ამბების ჟურნალისტიკა კი გასნხვავდება ანალიტიკურისაგან სწორედ ამ ნიშნით. ანალიტიკურ ჟურნალისტიკას აინტერესებს ყველაფერი, სვამს კითხებს, პასუხობს და აანალიზებს მიღებულ პასუხებს. ახალი ამბების ჟურნალისტიკას კი სიტუაციისა თუ ფაქტის ანალიზი არ ევალება.
როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, პირველი, რაც ლექტორის სიტყვებიდან დამამახსოვრდა, ეს სიტყვებია: ,,დედა გეუბნება, რომ უყვარხარ? დაეთანხმე, მაგრამ გადაამოწმე”. ესაა ჟურნალისტის პირველი მოვალეობა, რათა დაადასტუროს ფაქტის სინამდვილე და ხელი არ შეუწყოს დეზინფორმაციის (არასწორი, მცდარი ინფრომაცია) გავრცელებას. თუ ვინმეს ნაცნობი ჟურნალისტი გყავთ, გაგონილი მაინც გექნებათ გამოთქმა ,,ხუთი დაბლიუ და ეიჩი” (,,5 W & H”). ეს, როგორც იტყვიან, ჟურნალისტის ფორმულაა, ანუ იმის ჩონჩხია, თუ როგორ უნდა დაწეროს სტატია ან მოამზადოს სიუჟეტი. ,,5 W & H” ასე განისაზღვრება: 5 W, ანუ Who? (ვინ?); What? (რა?); Where? (სად); When? (როდის?); Why? (რატომ?), ხოლო H – How? (როგორ?). ანუ, ეს ის 6 ძირითადი კითხვაა, რომელზე პასუხსაც სტატიაში თუ რეპორტაჟში უნდა პოულობდეს მკითხველი თუ მაყურებელი.

ოდითგანვე ჟურნალისტიკას განსხვავებულ შეფასებას აძლევდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მაგალითად, უინსტონ ჩერჩილი რადიოსა და ტელევიზიას ხალხის გამაბრუებელ საშუალებად მიიჩნევდა. ხოლო ნაპოლეონს სასტიკად ეშინოდა გაზეთების, რადგან მასში ხალხის აზრი იყო გამოხატული და საზოგადოებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეეძლო.

No comments:

Post a Comment